ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ფრენების აღდგენას, იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ასევე საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათების დაწესებას და საკარანტინო ზონების გაუქმებას.

„მაისის თვეში ეკომონიკის მინისტრი ნათია თურნავა დაგვიპრდა, გიდებისთვის, ტურისტული კომანიებისთვის 5-მილიონიან პაკეტს. მოვითხოვთ, დადოს კონკერეტული დოკუმენტი, თავის ხელმოწერით, სადაც იქნება ყველაფერი გაწერილი. თორემ როგორც უკვე დაანონსეს, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, რადგან შეუძლებელია, 8 თვე გადის უკვე, შემოსავლის გარეშე ყოფნა. ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახები, გვაქვს საბანკო ვანდებულებები… ვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას. გაიწეროს ის 5 მილიონი როდისთვის და ვის რამდენი ერგება, დოკუმენტის სახით, რომ აღარ იყოს მხოლოდ სიტყვები და დაპირებები”, – განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამოსვლელმა.

LB loan image desktop LB loan image mobile