თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა | სია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა.

უწყების ცნობით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“,, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ის, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

სამინისტროს განრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა, საერთო ჯამში, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, გაეცნობით ამ ბმულზე.

LB loan image desktop LB loan image mobile