თვითიზოლაციის დარღვევისთვის, პირი, რომელიც გუშინ „მარშრუტკით" მგზავრობდა, კარანტინში გადაიყვანეს

პუბლიკა

პოლიციამ ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ ის ჩავიდა ტრანსპორტიდან.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.