ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი „შკოდის“ ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად – ბორცვაძ

პუბლიკა

დღეს გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე შს სამინსიტროში ბრიფინგი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ნინო გიორგობიანმა „შკოდის“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად.

“რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდის“ ტიპის ავტომობილთან დაკავშირებით. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემმა კოლეგამ ნინო გიორგობიანმა „შკოდის“ ტიპის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იოსებ ბრეგაძის წამოსაყვნად. გელაშვილი მაგ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში. ეს არის სიცრუე და ტყუილი.“ –  განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, კადრებზე, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, „შკოდის“ ტიპის ავტომობილი ჩანს, „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილია აღბეჭდილი.

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს „შკოდის“ ტიპის ავტომობილთან დაკავშირებით, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები რომელზეც, ვითომდა, მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება.“– განაცხადა ბორცვაძემ.

———————————————————————————————————–

3 ივლის სშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი მისი ნათესავია. ამის შესახებ გიორგობიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ მხოლოდ 22 ივნისს ფოტოგრაფის დედისგან შეიტყო.

„იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი”, — წერს გიორგობიანი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ს მაღალჩინოსნის ნათესავია თავდაპირველად ზვიად კუპრავამ გაავრცელა.