ტყვეების გაცვლის შედეგად, 144 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის, „აზოვის“ წევრები

პუბლიკა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლის შედეგად გათავისუფლდა 144 სამხედრო, 95 მათგანი „აზოვსტალის“ მცველია.

ეს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გაცვლაა. „აზოვსტალის“ გათავისუფლებულ მცველებს შორის 43 სამხედრო „აზოვის“ პოლკის წევრია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამ ეტაპზე, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ ის სამხედროები, ვინც მძიმე მდგომარეობაში იყო. გათავისუფლებული ტყვეების დიდ ნაწილს არ აქვს კიდურები, აქვთ მხედველობისა და სმენის პრობლემები, აფეთქებებისგან მიყენებული დაზიანებები, დამწვრობები და ჭრილობები.