„უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი“ - მელია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის ძალიან ამაყია ასეთი თანამებრძოლით და ბედნიერი, რომ ნიკა მელია კიევშია.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახლა იმაზე მეტი გონიერი ხალხია ოპოზოციაში და პარტიაში, ვიდრე ვინმეს ჰგონია.

„მეც ძალიან მიხარია, 2 წელია და 7 თვეა არ მქონია მასთან [მიხეილ სააკაშვილი] ურთიერთობა, პასპორტი არ მქონდა, მასაც, სამწუხაროდ არ ეძლევა საშულება ჩამოვიდეს იქ სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგრც იქნა შევხვდით და მე მჯერა, რომ ძალიან მალე შვეხვდებით არა კიევში, არამედ თბილისში, ეს ასეც უნდა იყოს. შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს.

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული. მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი და ბევრი ადამიანი ოცნებობს და ხელებს იფშვნეტს რომ იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზოციაში. განსაკუთრებით მიშასთან მიმართებაში. რაღაც ჭორებს ავრცელებენ, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ახლა ოპოზციაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე მავანს ჰგონია, “- ამბობს ნიკა მელია.

მან ასევე განაცხადა, რომ ორ დღის მანძილზე მიხეილ სააკაშვილის დახმარებით კიევში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა.