უარი წიგნის პრეზენტაციაზე - ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა სოლიდარობა გათავისუფლებულ კოლეგებს

პუბლიკა

მეცნიერების, კულტურისა და განათლების პროფკავშირების განცხადებით, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა გათავისუფლებული კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს წიგნის პრეზენტაციაზე.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა პირველი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც დიდი ხანია დაგეგმილი იყო და ყველა სულმოუთქმელად ელოდა, მათთვის და მუზეუმისთვის დაუვიწყარი დღესასწაული უნდა ყოფილიყო.

წიგნის ავტორებმა ამ ღონისძიებაზე უარი თქვეს მუზეუმში თანამშრომელთა უკანონო და უსამართლო განთავისუფლებასთან დაკავშრებული პროტესტის და სოლიდარობის მიზნით.

მათი ეს ჟესტი ყველა განთავისუფლებულ ადამიანს და განსაკუთრებით კი ქვის ხანის ფონდის მცველს ნინო ჯაყელს ეკუთვნის.

გმირობას სხვადასხვა ფორმა აქვს.

კატალოგი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა:
ქრისტინე შავლაყაძე
ნინო ქობალია
თინა კახელიშვილი
მაია კუბლაშვილი
ანა სახვაძე
მხატვარი:
რუსუდან ბერიძე”: – ვკითხულობთ პროფკავშირების განცხადებაში.