„უკან გადადგმული ნაბიჯია" - NATO რუსულ კანონპროექტზე

პუბლიკა

„NATO პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვით შეშფოთებულია”, – ამის შესახებ კომენტარი „ფორმულამ” მოიპოვა.

ტელეკომპანიისთვის მიწერილ წერილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტში ამის განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია.

„NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის.

მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს”, – ნათქვამია ოფიციალურ პასუხში.

მის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს.