უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იერიში მიიტანეს რუსეთის კიდევ ერთ აეროდრომზე.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდასხმა განხორციელდა „სავასლეიკას“ აეროდრომზე.
მათივე ცნობით, აეროდრომი გამოიყენება უკრაინაზე თავდამსხმელი თვითმფრინავების გასაშვებად, მათ შორის, MiG-31K საბრძოლო თვითმფრინავების, რომლებიც შეიარაღებული არიან ბალისტიკური რაკეტებით.
„რუსული ძალები იყენებენ ამ სამხედრო ობიექტს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. MiG-31K თვითმფრინავები, რომლებიც Kinzhal-ის რაკეტების მატარებლები არიან, რეგულარულად დაფრინავენ ამ ბაზიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, MiG-31 და Su-30 ან Su-34.