უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსულ მუსიკას საზოგადოებრივ ადგილებსა და მედიაში

პუბლიკა

უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსულ მუსიკას საზოგადოებრივ ადგილებსა და მედიაში.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში. ამავე კანონით გაიზარდა ასევე უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებსა და სატელევიზო ეთერებში ტრანსლირებისთვის.

უკრანის რადას მიერ მიღებული კანონი კრძალავს  ასევე იმ ნამუშევრების, მათ შორის, მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულებას და მაუწყებლობას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.

კანონის დარღვევის შემთხვევაში ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ.

კანონი არ იმოქმედებს იმ შემსრულებლებზე, რომლებმაც დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.