უკრაინაში დაღუპული მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

პუბლიკა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

16 აპრილს არკადი კასრაძესთან ერთად დაღუპულ ორ მებრძოლს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს საქართველოში 24 აპრილს, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიან ომში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.