უკრაინაში დღეს სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქალაქ რუბეჟნოიშთან ბრძოლაში არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ. ვანო ნადირაძე რუსეთ-უკრაინის ომში მყოფი ქართველი მებრძოლია.

24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიან ომში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.