უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში, ლუჰანსკის მახლობლად პარტიზანების დანაყოფში მებრძოლი ქართველი დაიღუპა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. როგორც მათ ქართულ მედიას განუცხადეს, დაღუპული მებრძოლი კიევის პროზექტურაშია გადასვენებული, ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო და საგარეო უწყების ჩართულობით მას მალე სამშობლოში გადმოასვენებენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.