უკრაინაში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

პუბლიკა

უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პრორუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა facebook-ზე დაწერა,  მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ვიქტორ მედვედჩუკი, პრორუსი, პუტინის მეგობარი პოლიტიკოსია. პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს 2021 წლის მაისში კიევის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში და ყირიმში ეროვნული სიმდიდრის მიტაცებაში ედებოდა ბრალი. 2021 წელს ჟურნალმა Forbes-მა მედვედჩუკის ქონება $620 მილიონად შეაფასა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედვედჩუკი გაიქცა და მას ამ დრომდე ეძებდნენ.

LB loan image desktop LB loan image mobile