უკრაინაში საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა

პუბლიკა

ვოლოდიმერ ზელენსკის თხოვნით უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა.

საომარი მდგომარეობა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოცხადდა და მისი ვადა ახლა იწურებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ომი ამ დრომდე გრძელდება პრეზიდენტის თხოვნით საკანონმდებლო ორგანომ მის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

ასევე, 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა საყოველთაო მობილიზაციაც. საომარი მდგომარეობის გამო ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები განსხვავებული წესით მოქმედებს.