უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იაპონიამ კიდევ 17 რუსს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

იაპონია კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს – ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ახალი სანქციები ეხება რუსი მილიარდერის იური კოვალჩუკის ოჯახის წევრებს, რუსეთის პარლამენტის დეპუტატებს და რუს ოლიგარქს, ვიქტორ ვექსელბერგს.

იაპონიამ საერთო ჯამში, ბოლო პერიოდში სულ აქტივები გაუყინა 61 რუსეთის მოქალაქეს.