უკრაინაშიც გაიხსნა ასობით პრორუსული ორგანიზაციის ოფისი, მაგრამ ზელენსკიმ დროზე დახურა - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს საზღვრის კვეთის საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა მოითხოვა და განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რეგიონს და მთელ მსოფლიოს წინ დიდი ცვლილებები ელის.

მისივე თქმით, საქართველოში პრორუსულმა ორგანიზაციებმა ოფისები სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გახსნეს, რადგან უკრაინის შემდეგ რუსეთი სამიზნე საქართველოა.

„ჩვენ წინ გვაქვს დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა და მსოფლიო ამ ომში იმარჯვებენ და ამარცხებენ საქართველოს საუკუნოვან მტერს. არ უნდა დავკომპლექსდეთ… ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს დაცვის და გადარჩენის პარტია, ახლა მაინც ხომ ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი 2008 წელს და საქართველოს სხვა რეგიონები.

საქმე იმაშია, რომ საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით პრორუსული ორგანიზაციების ოფისები, მაგრამ ზელენსკიმ დროზე მიხურა, ზუსტად ასე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, რომ უკრაინას რომ მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას, მაგრამ ქართველი ხალხი არ შეძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.