უკრაინელმა ჟურნალისტებმა პულიცერის სპეციალური ჯილდო მიიღეს

პუბლიკა

უკრაინელმა ჟურნალისტებმა პულიცერის პრემიის კომიტეტისგან გამბედაობის, გამძლეობისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის სპეციალური ჯილდო მიიღეს.

„უკრაინელი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ სიმამაცის, გამძლეობისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისადმი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენენ მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინის დაუნდობელი შეჭრის დროს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პულიცერის პრემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პულიცერის პრემიის კომიტეტის განცხადებით, დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციისა და კოლეგების დაღუპვის მიუხედავად, ჟურნალისტები განაგრძობდნენ ძალისხმევას საშინელი რეალობის სანდო და ზუსტი გაშუქებისთვის. პულიცერის პრემიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინაში დაიღუპა 18 და დაშავდა 13 ჟურნალისტი.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile