უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზაციისთვის.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, განვიხილეთ დეტალურად ჰუმანიტარული ასპექტი.

მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ ერთობლივად შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

ამ მიზნით, უახლოეს ხანში მოხდება სპეციალური საკომუნიკაციო არხების ორგანიზება და შესაბამისი ლოჯისტიკური პროცედურების ფორმირება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.