უკრაინის დელეგაცია დღეს ვაშინგტონში ჩავიდა. ჯგუფს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. მასში შედიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდის წევრები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელიც დელეგაციის წევრია, ვიზიტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი შეხვდებიან დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს.
„ვგეგმავთ თავდაცვის მხარდაჭერასა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. კერძოდ, სენატორ [ლინდსი] გრემის კანონპროექტზე. ასევე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და ამ პროცესის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით“, – დაწერა ერმაკმა.
გარდა ამისა, დელეგაცია განიხილავს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ ადრე ხელმოწერილ შეთანხმებას და „რუსულ პროპაგანდას ეკლესიის საკითხებთან დაკავშირებით“. საუბარი შეეხება თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებსაც.
ერმაკმა დაწერა, რომ შეხვედრები იქნება დემოკრატ და რესპუბლიკელ პოლიტიკოსებთან.