უკრაინის განცხადებით, რუსული მხარე შეთანხმებას არღვევს და მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

პუბლიკა

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო ავრცელებს.

„რუსები არ იცავენ მდუმარე რეჟიმს და მარიუპოლისა და მისი შემოგარენის დაბომბვას აგრძელებენ. უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია გადაიდო. ხალხს ვთხოვთ, წავიდნენ თავშესაფრებში. ევაკუაციის შესახებ დამატებითი ცნობები მალე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმების დარღვევის შესახებ საუბრობს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკიც.

მისი თქმით, დაიბომბა ვოლნოვახაც.