უკრაინის სამხედრო ძალებმა ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მარინკაზე კონტროლი აღადგინეს.

„დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, უკრაინის ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მტერმა უკან დაიხია. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.