„უკრაინამ Wildberries-ის ათი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა“,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცხადებით, 16 აგვისტოს ღამით, მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შემდეგ, მუშაობა შეწყვიტა Wildberries-ის ლოგისტიკურმა ცენტრმა ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოში“.
მათივე ინფორმაციით, ეს კომპანიის ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი საწყობი იყო – დაახლოებით 250 ათასი კვადრატული მეტრი. ასევე, ღამის შეტევის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა დომოდედოვოს საწყობმა.
16 აგვისტოს ღამით უკრაინის ძალებმა რუსეთის Wildberries-ის კუთვნილი საწყობზე და მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულმა და უკრაინულმა Telegram-არხებმა გაავრცელეს. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ რეგიონის მიმართულებით 600 დრონი მიფრინავდა, რომელთაგან 201 გაანადგურეს.