უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე პროექტს გამოვაცხადებთ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე.

„მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან მაგარ პროექტზე, რომლის განხორციელებას წელს ვიწყებთ. პროექტი მომზადებული გვაქვს, უახლოესს დღეებში გამოვაცხადებთ უშუალოდ სამუშაოებზე. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ კონკრეტული გზით. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა ამ პროექტის საშუალებით მაქსიმალურად განვტვირთოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის საშუალებით“, – თქვა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ყიფშიძის დამაკავშირებელი გზატკეცილის მშენებლობის პროექტზე.