ვაგენერი რუსულ კანონზე: შეიძლება, განაპირობოს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გადახედვა

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, რობინ ვაგენერი აცხადებს, რომ „ავტორირატურმა და ანტი-EU კანონმა შესაძლოა საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გადახედვა განაპირობოს”.

ვაგენერის თქმით, გერმანიას სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა, ეს ვერ მოხერხდება, თუ საქართველო მიიღებს რუსულ და ჰომოფობიურ კანონებს.

„ქართველი ხალხი გამოდის საპროტესტო დემონსტრაციებზე, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო დარჩება ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი უნდოდა. ახლა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროპული ღირებულებები ყოველი სახელმწიფოსგან მოითხოვს ვალდებულებას, გააძლიეროს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პლურალიზმი. ევროკავშირში ინტეგრაცია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პლურალიზმი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი კურსი სულ სხვა მიმართულებით მიდის.

აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა მიუღებელია.

ევროინტეგრაცია არ მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს უცხო ქვეყნის აგენტების და ლგბტქ დისკრიმინაციული კანონის მიღებას. ამ კურსით არ მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრება – არც 2030 წელს და არც შემდეგ. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მომავლის შესახებ”. – აცხადებს რობინ ვაგენერი.