„ვანოს შოუ“ სექტემბრიდან „tv პირველზე“ გავა

პუბლიკა

იუმორისტული გადაცემის „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სექტემბრიდან „ვანოს შოუ“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გავა. მისი თქმით, მათი ყველა გადაცემა „მთავარ არხზე“ ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.

„მოგესალმებით, როგორც იცით, მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის” ეთერში, იმავე დღეს და იმავე დროს“.