„ველოდებით საცობებს" - თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი

პუბლიკა

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. ფეისბუქზე წერს, რომ ვინაიდან დღეს გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, მობილობა გაიზრდება და საცობებს ელოდებიან.

ამიტომ იგი მოსახლეობას ავტომობილით გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავშეკავებას სთხოვს.

„გამარჯობა, დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან”. – წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან თბილისში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა.