ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო რაიონების მისამართით ცეცხლის განურჩევლად გახსნას - EU

პუბლიკა

ევროკავშირი დონბასში დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნას გმობს.

„ესკალაციას ახლა ემატება ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მზარდი რაოდენობა. ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო რაიონების მისამართით ცეცხლის განურჩევლად გახსნას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მიმდინარე პროვოკაციების წინაშე და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია, რომ ინსცენირებული მოვლენები, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც საბაბი შესაძლო სამხედრო ესკალაციისთვის.