ვიდეო | აკრძალვის მიუხედავად, მარნეულის მერიის წინ ხალხმრავლობა იყო

პუბლიკა

როგორც „რადიო მარნეულის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს,  მუნიციპალიტეტის მერიის წინ დღეს, 30 მარტს, დილიდან ხალხმრავლობა იყო.

ადგილობრივი რადიოს ცნობით მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ და დახმარებას მოითხოვდენ.

„ვირუსისაგან კი არ მოვკვდებით, შიმშილი მოგვკლავს“ – ამბობს რადიოსთან მერიასთან მისული ქალი.

მარნეულის მერის ცნობით, მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერია დახმარებას ყველა მარნეულელს გადაეცემა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ზაურ დარგალმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და წასულიყვნენ სახლებში, მათ საჭიროებებს კი სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნობოდნენ.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ხოლო ზოგადი საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით იკრძალება ყოველგვარი ხალხმრავლობა.