ვიდეო | კადრები, სადაც ჩანს, რომ გუშინ აქციაზე წყლის ჭავლიც გამოიყენეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ დღეს დილით, აქციის დაშლისას წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ.

სირაძის თქმით, გუშინ დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების გამო უკანონობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანა, ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის ჭავლის.

გუშინ აქციის დაშლის კადრებში წყლის ჭავლის მანქანა ჩანს, ასევე ჩანს, როგორ იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა დასაშლელად.

ჭავლის გამოყენებას ადასტურებენ თვიმთხილველებიც. პირი, რომელსაც გუშინ დაშლისას თვალი დაუზიანდა, ამბობს, რომ დაზიანება წყლის ჭავლის გამოყენებისას მიიღო. გუშინ აქციის დაშლის შემდეგ დაშავებულია 4 მოქალაქე. ერთი მათგანი კი საავადმყოფოში თვალის დაზიანებით გადაიყვანეს.

„დილის ხუთ საათზე, როცა ცეცხლი დავანთეთ და ვმოძრაობდით,  რადგან სიცივე იყო.  მოვიდნენ რობოკოპები და დავხვდით ჩვენ ხელებაწეული. ამის შემდეგ რობოკოპებმა დაიწყეს წინსვლა . შეძლებისდაგვარად,  ზურგით  ვაკავებდით. ამ დროს წყლის ჭავლი მომხვდა, როგორც მერე გავიგე, რადგან იმ წუთში ნოკაუტი მივიღე,  ვერაფერს მივხვდი, რა მოხდა. მეგონა, თვალი აღარ მქონდა, მაგრამ გადარჩა თვალი, ჯერჯერობით ასეა და მერე არ ვიცი, როგორ იქნება“,  – ამბობს ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც გუშინ აქციაზე დაშავდა.

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile