ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდებიან - კალაძე

ია კელერმანი

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  ჭავჭავაძის გამზირი, რეაბილიტაციის შემდეგ, მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზე. მისი თქმთ, გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით და მასზე გადაადგილება სასიამოვნოა.

„ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება, რაც ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა თბილისი მერმა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რაც, თბილისის მერიის შეფასებით, შეამცირებს საცობებსა და მოქალაქეებისთვის გადაადგილებას გაამარტივებს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, ახალი სისტემით მოძრაობაზე, 3 ღამის განმავლობაში ივარჯიშებენ. კახა კალაძის თქმით, გამზირი 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე გადაიკეტება.