ვინც ვაქცინირებულია „ყვავილის“ ვაქცინით, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - ჩხაიძე

პუბლიკა

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება, მიზანმიმართულად ვისაუბროთ ტესტზე, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს.

დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ რომ ამ დროისთვის ქვეყანაში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩუტყვავილას მაგვარი გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში (არა მხოლოდ ბავშვებში, მოზრდილებშიც), შეავსონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური ფორმა, რის შესახებაც ინფორმირებულია სამედიცინო პერსონალი. ლუგარის ლაბორატორია კი გამოიკვლევს, ჩუტყვავილასთან გვაქვს საქმე თუ „მაიმუნის ყვავილთან“.