ვირუსი მომკლავს თუ ურწმუნოება, რა მნიშვნელობა აქვს - დეკანოზი კეკელია

პუბლიკა

„სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ეკლესიას ვერ დავთმობ და აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. ამ დღეს რომ ვერ შევიკრიბოთ, ვირუსი მომკლავს თუ ურწმუნოება, რა მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-თან დეკანოზი შალვა კეკელია.

დეკანოზი ამ განცხადებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საპასუხოდ აკეთებს, რომლის მიხედვითაც ათ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოაცხადა.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სურათი საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 49

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1

  • კარანტინის რეჟიმში – 1966

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259