ვის ერგება ვაქცინა 2021 წელს | ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის პრეზენტაცია გამართა.

გეგმის მიხედვით, როგორი იქნება სამიზნე მოსახლეობის მოცვა და ეტაპები? 

თამარ გაბუნიას თქმით, პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი, ესენი არიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები.

მისი თქმით, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დასჭირდება დაახლოებით 3,979,300 დოზა (იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით).

თამარ გაბუნიას თქმით, შერჩეული ვაქცინის ეფექტურობა და მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (გადატანილი დაავადების შედეგად) განსაზღვრავს იმუნიზაციით საჭირო მოცვის მაჩვენებელს, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს, რომ დაიცვას მოსახლეობა და გახსნას ეკონომიკა.

ამიტომ მისი თქმით, 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინით მოცვა.

გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების უზრუნველყოფა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.