ვისაც პაატა იმნაძის სჯერა, დაუჯერებს და ვიღაც შინაგანი კარნახით იმოქმედებს – მიტროპოლიტი ანტონი

პუბლიკა

ვანის მიტროპოლიტი ანტონი ტელეკომპანია „პირველთან“ ამბობს, რომ მრევლი,  ყველა, თავისი მოსაზრებისამებრ იმოქმედებს, წავიდეს თუ არა ეკლესიაში.

„მრევლს აქვს თავის მოსაზრება, მივიდეს თუ არ მივიდეს და მრევლი თავის მოსაზრებას განახორციელებს თვითონ. ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს, რომ შეიკავონ მაქსიმალურად თავი.

კიდევ განვაცხადებ, ვისაც უნდა მოსვლა ჩვენ არ ვეუბნებით, რომ არ მოხვიდეთ. ვისაც არ უნდა მოსვლა, ჩვენ არ დავდივართ და არ ვეუბნებით, რატომ არ მოდიხარ. ეს არის თითოეული ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება და ვისაც პაატა იმნაძის სჯერა, იმას დაუჯერებს, ვისაც შინაგანი… – შინაგანი  კარნახით იმოქმედებს, ასეა ეს ქვეყანა. გამომდინარეობს ყველა თავისი მოსაზრებით“, – ამბობს ვანის მიტროპოლიტი ანტონი.