ვისურვებდი, უფრო წინდახედული ყოფილიყო, დრო რომ გავა, აღარ შერცხვეს – პეტრე ცაავა გახარიაზე

პუბლიკა

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, ჟურნალისტებთან პრემიერ გიორგი გახარიას განცხადება  შეაფასა. მისი თქმით, პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება მართებდა. ცაავამ აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადება 2020 წლისთვის არჩევნებზე იყო გათვლილი.

„მე მიმაჩნია, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისთვის და მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020 წლისთვის გათვლილი აქცენტები, ანუ წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, დრო რომ გავა, აღარ შერცხვეს ისევე, როგორც შერცხვა მის წინამორბედ პრემიერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა და ციანიდის საქმიდან დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

„ის, რაც გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ქვეყნის მომავალს.