„ვივამედის“ დირექტორის თქმით, კოვიდინფიცირებული სააკაშვილი რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს

პუბლიკა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნის მიუხედავად, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა ამჟამინდელი მიმდინარეობა არ არის საგანგაშო.

„ამაზე [რეანიმაციაში გადაყვანაზე] საუბარი არ ყოფილა, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაავრცელა, როგორც ვიცი ადვოკატმა და არა მგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი. ახლა აქვს 37.1 ტემპერატურა. პროგნოზული თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი, მაგრამ ახლანდელი მიმდინარეობა არ არის საგანგაშო, კოვიდის კუთხით თუნდაც. პროგნოზი შეიცავს გარკვეულ რისკებს. რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებით რაც არის, ადრე ვიყავით ჰიბრიდ კლინიკა და გაგვაჩნია ყველა საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი, ამ შემთხვევაში“ – განაცხადა ჩხაიძემ „ფორმულასთან“.