ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს სასურსათო კრიზისზე ესაუბრა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს ომთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, განხილულ საკითხებს შორის იყო სურსათის მიწოდების მზარდი გლობალური კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს თქვა, რომ დაახლოებით 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილია ექსპორტისთვის, შეჩერებულია, რადგან რუსეთი ბლოკავს საექსპორტო მარშრუტებს შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გავლით.

LB loan image desktop LB loan image mobile