ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. როგორც BBC წერს, კიევის მახლობლად, ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იკვეთება.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაათვალიერა გზა, რომელზეც რუსული კოლონა იდგა და, ასევე, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უწოდა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

BBC-ის შეკითხვაზე, ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მშვიდობაზე საუბარი და ამის განხილვა, ზელენსკიმ თქვა:„დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში ვართ. გავაგრძელებთ დიპლომატიურ და სამხედრო ძალისხმევას“.


3 აპრილს, კიევის ოლქში, გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულმა უკრაინელმა სამხედროებმა ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული ადამიანების ცხედრები, ასევე, სარდაფებში მოკული, დამწვარი ბავშვები და ქალები. უკარინულმა მხარემ ვიდეო და ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს ასახავს. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.