ვთანხმდებით ყველა, რომ ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება - პაპუაშვილი

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ ავუხსენით და ყველა ვთანხმდებით, რომ ვერ იქნება ამნისტიაში ისეთი რამ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოვთელეთ გარკვეული საკითხები. ვთანხმდებით, მაგალითად, ერთ საკითხზე, რომელზეც გუშინაც და დღესაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება, ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება.

ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.