ვთხოვ მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მრევლს, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან - კალაძე

პუბლიკა

„მე კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

დღეს, 21:00 საათზე საქართველოში ამოქმედდა, ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, საღამოს 9 საათიდან ხვალ, დილის 6 საათამდე აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.