წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები წამლებზე და როგორც მინიმუმ განახევრებული არის ფასები, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დრევანდელ მთავრობის სხდომაზე.

„წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები. მინდა რამდენიმდე მაგალითი მოვუყვანო მოქალაქეებს. დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულებაა 48 ლარი“ ,- განაცხადა ღარიბაშვილმა.