წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობისა და ინფრასტურქტურის გამართვისთვის 80 მლნ ლარს დავხარჯავთ - თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობისა და ინფრასტურქტურის გამართვისთვის 80 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

„თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს.  ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.