წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა" თამთა მელაშვილს გადაეცა

პუბლიკა

წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა” თამთა მელაშვილს გადაეცა, წიგნისთვის „შაშვი შაშვი მაყვალი”.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა.

„ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხი მკითხველმა უნდა გასცეს“, – ვკითხულობთ რომანის აღწერაში.