წულუკიანი განაცხადზე: თუკი EU გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „თუკი ევროკავშირი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას“, მას აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ევროპაში საქართველო კუთვნილ ადგილს დაიკავებს. მის კომენტარს „იმედი“ ავრცელებს.

„ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მით უმეტეს წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოსა და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს საქართველოს მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილის ევროკავშირისთვის გადაცემას გეგმავს.