წულუკიანი ზელენსკიზე: დღეს მის შეფასებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ მოვა მშვიდობის დრო

პუბლიკა

თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იქცევა და მათი სცენარი ერთი და იგივეა – „როგორ შევცვივდეთ პარლამენტში, როგორ ავურიოთ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენსკის წინაშე, რომ, თურმე, მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა.“ – განაცხადა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, დღეს ზელენსკი ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტია და მის შეფასებებზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ „მოვა მშვიდობის დროც“

„დღეს ბატონი ზელენსკი ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტია და ამიტომ მე მის წარსულ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის ომის შემდეგ განცხადებებსა და ამჟამინდელ მთავრობაზე შეფასებებზე. ის არის პრეზიდენტი, რომელიც მედგრად ცდილობს, წარუძღვეს გასაჭირში მყოფ ერს. ჩვენ ვართ მათ გვერდზე, მაგრამ მოვა მშვიდობის დროც. ღმერთი ფარავდეს უკრაინელ ხალხს.

მოლაპარაკებები დაიწყო, ეს მისასალმებელია და არავის ჰქონდა ილუზია, რომ შედეგი დადგებოდა, მაგრამ თვითონ პროცესი მისასალმებელია. არცერთი ომი არ ღირს თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლედ.“ – განაცხადა წულუკიანმა.