www.stopcov.ge - კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვებგვერდზე www.stopcov.ge განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.