წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ახალი დირექტორი ჰყავს. ამ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

ის ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზებზე პასუხის მისაღებად ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში ამისამართებს.

დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა გრიგოლ მანდარია, რომელიც სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ სამთო კურორტები, ბაკურიანი და გუდაური უწყლოდაა დარჩენილი, რის გამოც ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდა.