წყალტუბოში 4  შენობის სრული დემონატაჟია საჭირო – საპარტნიორო ფონდი

პუბლიკა

წყალტუბოში, კონსულტანტის რეკომენდაციით, 16 შენობიდან 4  სრულ დემონატაჟს საჭიროებს,  – ამის შესახებ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვისას აღინიშნა. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა, ნინო ჩოლოყაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის დაკვეთით 2014 წელს წარმოებული კვლევის შედეგები გააცნო.

მომხსენებლის თქმით, კვლევა აწარმოა კომპანია „Khol and Partners-მა“. მათმა კონსულტანტმა, საერთო ჯამში, შეისწავლა 16 შენობა, რომელთაგან, კონსულტანტის აზრით, 12 იმდენად უნიკალურია, რომ აუცილებელია მათი არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნება.

ამასთან, ნინო ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, წყალტუბოს ტერიტორიაზე განთავებულია 22 ყოფილი სანატორიუმი, რომელთაგან 7 უკვე პრივაზიტებულია, დანარჩენი 15 კი სახელმწიფოს  მფლობელობაშია.

„ახლა საუბარია სწორედ ამ შენობების პრივატიზებაზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა მოხვდეს შემუშავებული გენგეგმის ფარგლებში“, – ამბობს ნინო ჩოლოყაშვილმა.

მისი თქმით, დამატებით შეისწავლეს კიდევ 2 შენობა, რომლებიც თავდაპირველად არ ეკუთვნოდა წყალტუბოს კურორტს, მაგრამ კონფეფციაში მათი ჩართვაც არის გათვალისწინებული.

„საერთო ჯამში, 16 შენობა შეიწავლა კონსულტანტმა. სამწუხაროდ, თვითონ შენობები უმეტესად სავალალო მდგომარეობაშია. მახასიათებელია საბჭოთა არქიტექტურა, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია. მათი მდგომარეობა, უმეტესი მათგანის, საკმაოდ მძიმეა, თუმცა ზოგიერთის განახლება შესაძლებელია. უმეტესობის იერსახე უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კონსულტანტის მთავარი რჩევა და რამდენიმეს დემონტაჟი არის აუცილებელი“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელმა.