84 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩია.
„ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოა და შესაბამისად, გიორგი გაბიტაშვილს წარმატებას უსურვებს.
გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობაზე 5 წლის ვადით დაინიშნა.
გიორგი გაბიტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალურ სიაში შეიყვანა.
გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც თანამდებობიდან ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა.